ნიკა მელია - 20 ივნისს, 20:00 საათზე უნდა დავიწყოთ პროცესი, რომელიც უნდა დასრულდეს ქვეყნის დეოლიგარქიზაციით

20 ივნისს, 20:00 საათზე, უნდა დავიწყოთ პროცესი, რომელიც უნდა დასრულდეს ქვეყნის დეოლიგარქიზაციით, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. 

მისი თქმით, ევროკომისიის შეფასებამ ნათლად აჩვენა, რომ ქართველ ხალხსა და ევროპას შორის ოლიგარქი დგას. 

"ახლა კი ჩვენი ქართველი ხალხის ჯერია, უნდა გამოვიდეთ და დავიცვათ ოფიციალურად ჩვენი მომავალი.  ჩვენ უნდა განვთავისუფლდეთ ოლიგარქისგან. ვიკრიბებით 20 ივნისს, 20:00 საათზე, უნდა დავიწყოთ პროცესი, რომელიც უნდა დასრულდეს ქვეყნის დეოლიგარქიზაციით და ჩვენი ქვეყნის ევრიოპულ ოჯახში დაბრუნებით“, - განაცხადა მელიამ. 

მისი თქმით, აქციაზე ოჯახის წევრებთან და მცირეწლოვან  შვილებთან ერთად აპირებენ წასვლას. 

"ვიკრიბებით თაობებით, ოჯახის წევრებით, შვილებით, მე პირადად და ჩემი მეგობრები მცირეწლოვანი შვილებით მოვდივართ, იმიტომ რომ იქ უნდა იყოს დიდიც და პატარაც, იქ უნდა იყოს საჯარო მოხელეების დიდი ნაწილიც, აქ აღარაფერ შუაში არ არის, ვინ რა საკითხში ვთანხმდებით, თუ ვერ ვთანხმდებით, ისტორიულად ქართველ ერს შეგვიძლია, როდესაც არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, გავერთიანდეთ“, - განაცხადა მელიამ.

20 ივნისს სამოქალაქო ორგანიზაციის „სირცხვილიას“ მიერ დაგეგმილი პროევროპული აქციის პარალელურად, პრორუსული ჯგუფები შეკრებას აანონსებენ და ძალადობრივი ქმედებებით იმუქრებიან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები