კახა გოგოლაშვილი - პრობლება მთავრობის დუმილია, რომელსაც ჯერ მზადყოფნა არ გამოთუქვამს ამ პირობების შესასრულებლად

პრობლემა ის კი არ არის,  რა მოგვცა,  ან არ მოგვცა ევროკომისიამ, პრობლება მთავრობის დუმილია, რომელსაც ჯერ მზადყოფნა არ გამოთუქვამს ამ პირობების შესასრულებლად,  -  ამის შესახებ Front News-ს  "ევროპული კვლევის ცენტრის" დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა განუცხადა.   

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ  სპეციალური დრო განსაზღვრა საქართველოსათვის კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. 

"მივიღეთ ის,  რაც დავიმსახურეთ,  შეიძლება მეტიც, რადგან "ევროპული პერსპექტივა“ უმნიშვნელო ნამდვილად არ არის. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ამის მიღების იმედი არავის გადაუწურავს.  პირობების შესრულების შემთხვევაში,  ვიღებთ კანდიდატის სტატუსს. 6 თვეში ევროკომისია გადახედავს შედეგებს  და ახალ ანგარიშს გააკეთებს, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ჩვენთვის სპეციალურად დანიშნეს დრო“, - განაცხადა გოგოლაშვილმა. 

მისი თქმით, ქვეყნის პრობლემა ისაა, რომ მთავრობა არ არის მოწოდებული რეფორმების გასატარებლად.  

"პრობლემა ისაა, რომ ჯერ მთავრობას არ გამოთუქვამს, მზადყოფნა ამ პირობების შესასრულებლად.  ამ საკითხზე მთავრობის დუმილი არის ყველაზე საგანგაშო. მიუხედავად ამ ვითარებისა, მაინც არ აპირებენ იმ რეკომენდაციების შესრულებას, რომელზეც მიუთითებს ევროკომისია თავის დასკვნაში, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც ჩანს, ჩვენი კანდიდატის სტატუსის საკითხი გადაიდება. ან მეორე გამოსავალია, შეიცვალოს მთავრობა და დაინიშნოს ისეთი მთავრობა, რომელიც მოწოდებული იქნება  ამ პირობების  შესრულებისთვის“- განაცხადა გოგოლაშვილმა. 

მისი განმარტებით, შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში ევროკომისიის მიერ წარდმოდგენილი რეკომენდაციის შესრულება სრულიად შესაძლებელია. 

"ჩვენ სადარდებელი ის არ გვაქვს, ევროკომისიამ რა მოგვცა და რა არა, სადარდებელი ისა, რომ ჩვენი მთავრობა არ არის მოწოდებული,  რომ რეფორმები გაატაროს. 6 თვეშიც შეგვიძლია მოვიღოთ კანდიდატის სტატუსი, თუ ამ რეფორმებს გაატარებენ,  რასაც გვეუბნებიან.  ეს ყველაფერი შესრულებადია, მაშინ რაღაა სადარდებელი?“ – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები