დავით ზურაბიშვილი - შევასკდეთ, დაპირისპირებაში შევიდეთ, ვერ გაუძლებს წნეხს და წავა, ეს გზა არის გულუბრყვილო, უტოპური და არ გამოვა

შევასკდეთ, დაპირისპირებაში შევიდეთ, ვერ გაუძლებს წნეხს და წავა, ეს გზა არის გულუბრყვილო,  უტოპური და არ გამოვა, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი აცხადებს. 

მისი თქმით,  ბიძინა ივანიშვილს არავითარი თანამდებობს არ უჭირავს და როგორც  უნდა მოხდეს მისი გავლენების განეიტრალება, რთული საკითხია. 

"ძალიან ძნელია ვიფიქროთ,  რომ ხელისუფლება სტატუსის მისაღებად რამეს გააკეთებს. ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, მაგრამ მივდივართ მეორე პრობლემამდე, როგორ უნდა აიძულო და რა მეთოდებით? აქ ვშიშობ, რომ არ იქნება ერთიანობა.  

იქ ჩაიწერა დეოლიგარქიზაცია, გასაგებია ეს დეოლიგარქიზაცია რასაც ნიშნავს. ბიძინა ივანიშვილის გავლენებისგან სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა გათავისუფლეს. დღეს ეს პრაქტიკულად,  არის მისი კონტროლის ქვეშ სრულად. მაგრამ როგორ უნდა გავათავისუფლოთ? ბიძინა ივანიშვილს არაფერი თანამდებობა არ უკავია, რომ ვთქვათ, სიკვდილის ესკადრონები ყავს და თავის შეიარაღებული ფორმირებები, ესეც არ ყავს.  უბრალოდ,  ის აკონტროლებს თავისი მარიონეტების მეშვეობით, რომელიც უზის მთავრობაში. იმათ აკონტროლებს პირადი ავტორიტეტის მეშვეობით, იმით,  რომ ის არის ძალაუფლების და ფულის წყარო.  კობახიძე და ღარიბაშვილი ვის რად უნდა,  თუ არ არის ბიძინა ივანიშვილი? 

როგორ უნდა მოახდინო დეოლიგარქიზაცია ასეთ სიტუაციაში? ჩემი აზრით, არის ორი გზა. 

ერთი გზა, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ,   ერთ მოდელამდე რომ დავიყვანოთ, ეს არის  - უნდა მივაწვეთ, მოვახდინოთ მეტი ხალხის მობილიზება, შევუქმნათ პრობლემები ყოველი ფეხის ნაბიჯზე, შევასკდეთ, დაპირისპირებაში შევიდეთ, დავასუსტოთ, საზღვარგარეთიც დაინახავს, რომ ხალხი არ ემორჩილება ოლიგარქს, იქედანაც გაიზრდება დიდი წნეხი.  ამ ორ წნეხს ვერ გაუძლებს, წავა და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ  პირობების შესრულებაზე.  

ეს ვარიანტი,  ჩემი აზრით,  არის უტოპიური და გულუბრყვილო.  ეს,  უბრალოდ, არ გამოვა. ეს ხო პირველად არ არის, ჩვენ ხო ათასჯერ ვცადეთ ეს ვარიანტი? არ გამოდის.  იმიტომ რომ ქართულ საზოგადოებაში არ არის კონსესუსი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე ცუდი ვარიანტი და ყველა უნდა გავერთიანდეთ.  სხვადასხვა ამომრჩეველია, ვერ ხდება ამ ამომრჩევლის გაერთიანება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

მისი განცხადებით, მეორე გზა შედარებით ზომიერია და ხელისუფლების პირობებში დათმობების მიღწევას, შემდეგ კი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები