უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 33 600 (+250) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 19.06-მდე: ტანკები - 1 468 (+3), ჯავშანტექნიკა - 3 577 (+4), საარტილერიო სისტემები - 745 (+6), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 235 (+2), საჰაერო თავდაცვის სისტემები - 98 (+0), თვითმფრინავი - 216 (+0), ვერტმფრენები - 181 (+1), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 2 523 (+2), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი - 14 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 598 (+4), სპეციალური ტექნიკა - 55 (+0), საკრუიზო რაკეტები - 130 (+1).
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.