კრამონი - არ არის სასარგებლო ამ პროცესისთვის მუდმივად ჩვენზე თავდასხმა და მტრებად ან ევროპარლამენტის კორუმპირებულ წევრებად წარმოჩენა

მე ვფიქრობ, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია ჩვენთვის ევროკავშირში, მაგრამ ჩვენ გვინდა ვნახოთ პოლიტიკური ნება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

"ჩვენ გვინდა ვნახოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებასაც სურს ახლო თანამშრომლობა ევროკავშირთან. არ არის სასარგებლო ამ პროცესისთვის მუდმივად ჩვენზე თავდასხმა და მტრებად ან ევროპარლამენტის კორუმპირებულ წევრებად წარმოჩენა. ჩვენ ვართ საქართველოს ყველაზე დიდი მხარდამჭერები. ჩვენ საქართველოს მეგობრები ვართ და გვინდა საქართველო ევროკავშირის წევრად ვიხილოთ. ევროპარლამენტში ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავინახოთ საქართველოს მხრიდან კრიტერიუმების დაკმაყოფილება და ეს უნდა მოხდეს მანამდე, ვიდრე რომელიმე ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭება ან გაწევრიანდება ორგანიზაციაში. 

მე მხარს დავუჭერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუ გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოხდება. კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა და 3 -4 სხვა საკითხია, რაც შარლ მიშელის დოკუმენტითაა გათვალისწინებული, რაც უნდა შესრულდეს. ასე ვუყურებ მე ამ პროცესს და ბევრი ჩემი კოლეგაც ასე ფიქრობს.

ჩვენ გვინდა ვნახოთ ეს პროგრესი, რაც შეიძლება სწრაფად და ამის შემდეგ რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, - აცხადებს ფონ კრამონი "იმედთან“.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები