ვოკალური ჯგუფის "ონავრების" წევრებისთვის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ექსკურსია მოეწყო

"ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელის"  ხელმძღვანელის  მარინა გელაშვილის ორგანიზებით და ბორჯომის მუნიციპალიტეტის  მხარდაჭერით, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებული ვოკალური ჯგუფის "ონავრების" წევრებისთვის  კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ექსკურსია მოეწყო. 

ასევე, ახალგაზრდებმა მოილოცეს მცხეთის სვეტიცხოვლის და ჯვრის მონასტერი.

ვოკალური ჯგუფის წევრებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსმა ნესტან ბაგაურმა უმასპინძლა. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ახალგაზდებმა დაათვალიერეს უძველესი ხელნაწერები თამარ მეფის კუთვნილი ,,ვანის სახარება", აფხაზეთში გადაწერილი ,,მოქვის სახარება" და სულხან-საბა ორბელიანისეული ,,მცირე სჯულის კანონი". ასევე, დაათვალიერეს გამოფენა ,,ივანე ნანუაშვილი - რა უნდა იცოდეს ყველამ თავისუფალ სამყაროში რუსეთის შესახებ", ნახეს 3D ანიმაცია ,,ხელნაწერთა სამყაროში".

ხელნაწერთა ცენტრში ახალგაზრდებისთვის მოეწყო შემდეგი აქტივობები: "ააწყე ევროპა" - მცირე ზომის და გიგანტური ზომის ფაზლების მეშვეობით გაიცნეს ვახუშტი  ბაგრატიონი და მისი რუკები. შეეჯიბრნენ ფაზლების აწყობაში.

ასევე მოეწყო კალიგრაფიის მასტერკლასი, მათ შეისწავლეს კალიგრაფიის ხელოვნება ამოკაწვრის ტექნოლოგიით.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები