მიმდინარე კვირას პარლამენტი პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს

საგაზაფხულო სესიის ბოლო სასესიო კვირის ოთხშაბათს, პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს. განცხადება აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

სხდომაზე ბიუროს წევრებმა 21-24 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხების რიგითობა განსაზღვრეს. 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სამშაბათის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკურ განცხადებების შემდეგ, თავისუფალი ტრიბუნის ფორმატში, საპარლამენტო ტრიბუნა პოლიტიკურ ჯგუფს - „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელს დაეთმობა. ბოლო სასესიო კვირაში, დეპუტატები,  კანონპროექტების განხილვასთან ერთად, სხვადასხვა უწყების მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშებსაც გაეცნობიან.

ბიუროს სხდომის დასასრულს, დეპუტატებმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები