გიგი წერეთელი - რაც ყველაზე მეტად აღიზიანებს "ქართულ ოცნებას“, ეს არის დეოლიგარქიზაციის საკითხი

აგერ არის ბურთი და მოედანი, თუ რაიმეს შეცვლა უნდა ხელისუფლებას,  გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, -   ამის შესახებ Front News-ს  „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა განუცხადა. 

მისი თქმით,  ევროკომისიის რეკომენდაციებიდან რაც ყველაზე მეტად აღიზიანებს "ქართულ ოცნებას“, ეს დეოლიგარქიზაციის მოთხოვნაა.  

"ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებში  ახალი თითქმის არაფერია. რა თქმა უნდა, ახალი არ არის,  რადგან ამ საკითხებზე საუბარი დიდი ხანია,  გრძელდება.  ის, რომ პრობლემურია სასამართლო, საარჩევნო სისტემა, ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული საკითხები, პოლიტიზირებული დაკავებები და სხვა საკითხები, რაზეც საუბარია ევროკომისიის რეკომენდაციებში,  გამომდინარეობს რეალობიდან, მაგრამ რაც ყველაზე მეტად აღიზიანებს „ქართულ ოცნებას“,  ეს არის დეოლიგარქიზაციის საკითხი. აქაც არის განმარტებები, თუ რატომ ეხება ეს ივანიშვილსა და იმ შექმნილ სისტემას,  რომელშიც ოპერირებს საქართველოს მთავრობა.  თუმცა თუ  ასე უნდათ გააგრძელონ,  რომ ყველაფერი სხვებს გადააბრალონ, ასე არაფერი გამოვა“, - განაცხადა წერეთელმა. 

მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს საზოგადოების პროტესტი და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები. 

"აგერ არის ბურთი და მოედანი, თუ რაიმეს შეცვლა უნდა ხელისუფლებას,  გადადგას შესაბამისი ნაბიჯები. თუმცა ეს ნაკლებად წარმოსადგენია. 

ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანი არის,  რომ როგორმე თავი დავაღწიოთ რუსეთის გავლენის სივრცეს, მაგრამ ამგვარი მთავრობის ხელში, რომელიც საკუთარ შეცდომებს არ აღიარებს, გადასულია შეტევაზე, ამას ვერ შევძლებთ.  

ვფიქრობ,  ხელისუფლებამ საზოგადოების პროტესტი და ხალხის მოთხოვნები  უნდა გაიგოს და მოემზადოს უახლოეს პერიოდში დემოკრატიული და მშვიდობიანი სახელისუფლებო ცვლილებებისათვის“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები