გიორგი ქადაგიძე - ჩვენ გველოდება 6 თვე, როდესაც უნდა გადავაგდოთ ოლიგარქია, უნდა შევცვალოთ ხელისუფლება, ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები და ავირჩიოთ კოალიციური მთავრობა

ჩვენ გველოდება 6 თვე, როდესაც უნდა გადავაგდოთ ოლიგარქია, უნდა შევცვალოთ ხელისუფლება, ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები და  ავირჩიოთ კოალიციური მთავრობა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ამ 6 თვის მანძილზე ან შევძლებთ შევაღოთ ევროპის კარი, ან გადავეშვებით უკან, რუსულ ჭაობში. 

"ჩვენ გველოდება ძალიან რთული 6 თვე, ჩვენ დავაკაკუნებთ ევროკავშირის კარებზე, ან გადავეშვებით რუსულ ჭაობში. ჩვენ გველოდება 6 თვე, როდესაც უნდა გადავაგდოთ ოლიგარქია, უნდა შევცვალოთ ხელისუფლება, ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები,  ავირჩიოთ კოალიციური მთავრობა და მივუბრუნდეთ ევროპელ პარტნიორებს  და ვუთხრათ მათ, რომ საქართველო არის ღირსი,  გახდეს მათი ევროპული ოჯახის წევრი. რომ შეასრულა მათი მთავარი გვავნილი- საქართველო ოლიგარქის გარეშე.  როდესაც ხელისუფლებას არ ესმის ხალხი ხმა,  როდესაც ხელისუფლება თვს აყენებს კონსტიტუციაზე მარლა, ის კარგავს ლეგიტიმაციას. ლეგიტიმაცია გადადის საპროტესტო აქციებზე, გადადის ხალხში“, - განაცხადა ქადაგიძემ. 

მისი თქმით, ხალხმა უნდა ირწმუნოს საკუთარი ძალის. 

"ოლიგარქი აკონტროლებს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს და მათ ჰგონიათ, რომ ეს შეუცვლელია. მაგრამ ყველა ოლიგარქი, ყველა ავტოკრატი ასე ფიქრობდა, ასე ფიქრობდნენ დიქტატორები და ავტოკრატები, მაგრამ ხალხის წინაშე ყველა უძლურია. 

ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას, ყოველ კვირა ჩვენ გვჭირდება გამარჯვება, ათვლა დაწყებულია, ჩვენ გვჭირდება ყოველ კვირა ქუჩის დაუღალავი, შეუპოვარი, ორგანიზებული პროტესტი. ჩვენ გავიმარჯვებთ!“, - განაცხადა ქადაგიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები