რომან გოცირიძე - რატომ არ იღებს ბუტაფორია პრეზიდენტი გადაწყვეტილებას პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით?

"რა გააკეთეთ იმისათვის, რომ გვერდში დადგომოდით ხალხს. მთელმა მსოფლიომ ნახა, წარმოუდგენელი კადრები იყო გადაღებული. გინახავთ ოდესმე თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე ერთი კილომეტრის  სიგრძის რუსთაველი გადაჭედილი?  მთელი მსოფლიო განცვიფრებული და აღფრთოვანებულია ქართველი ხალხის ნებით, რომ ისინი არიან ევროპელები და სურთ ევროპულ ოჯახში დაბრუნება“,-ამის შესახებ  ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრმა რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

"რით დაეხმარა ხელისუფლება? 24-მდე ხომ იყო ერთი კვირა, თქვენ ხომ შეგეძლოთ გადაგედგათ რამდენიმე ნაბიჯი და დარჩენილი, თუნდაც ერთ პროცენტიანი შანსი გამოგეყენებინათ?  რატომ არ იღებთ დღეს კონსტიტუციას მეორე მოსმენით? ეს ხომ იქნებოდა სიგნალი, შეტყობინება ევროკავშირისადმი, რომ ჩვენ ვუბრუნდებით შარლ მიშელის დოკუმენტს, ამ შეთანხმებას? რატომ არ იღებს ბუტაფორია პრეზიდენტი გადაწყვეტილებას პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით?  ერთი განცხადება მოგვასმენინეთ, ან ერთი ნაბიჯი დაგვანახეთ, მაგრამ არა, არ გინდათ თქვენ, იმიტომ არ გინდათ, რომ ეს არ უნდა ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები