ლელა ჯეჯელავა - ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმა ახლა ცოტა უფრო გონივრული რამე უნდა მოიფიქროს, ვიდრე ირაკლი კობახიძის ბოდვებია

ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმა ახლა ცოტა უფრო გონივრული რამე უნდა მოიფიქროს, ვიდრე ირაკლი კობახიძის ბოდვებია, - ამის შესახებ Front News-ს პოლიტოლოგმა ლელა ჯეჯელავამ განუცხადა. 

მისი თქმით, გუშინდელმა აქციამ აჩვენა, რომ  ხალხი არ გაჩერდება,  ვიდრე შედეგს არ მიიღებს. 

"გუშინდელი აქცია ძალიან სერიოზული გზავნილი უნდა ყოფილიყო "ქართული ოცნებისთვის", ისინი ამ 10 წლის განმავლობაში მხოლოდ თავების დათვლით იყვნენ დაკავებულები. 

ამდენი თავი მათ არ დაუთვლიათ მაშინაც კი,  როდესაც ბიძინა ივანიშვილი მოდიოდა ხელისუფლებაში. გუშინდელ დღეს სრულიად გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს.  ეს ხალხი სახლში აღარ შებრუნდება, ვიდრე შედეგს არ მიიღებს. 

ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმა ახლა ცოტა უფრო გონივრული რამე უნდა მოიფიქროს, ვიდრე ირაკლი კობახიძის ბოდვებია“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, რომ ოლიგარქები ხაზარაძე სააკაშვილი და კეხზერაშვილი არიან, ჯეჯელავა აცხადებს, რომ ყოველგვარი ლოგიკის ზღვარს სცდება. 

"კი ოლიგარქია სააკაშვილი,  კეზერაშვილი, ხაზარაძე და ბიძინა ივანიშვილია ღარიბი და ღატაკი,  უპოვარი ადამიანი. მთლად ფულის შეგროვებას ნუ დაგვაწყებინებს ივანიშვილისთვის.  „ქართული ოცნების“  განცხადებები არც ლოგიკაში ჯდება, არც პოლიტიკურ მიზანშეწონილობასა და რაციონალიზმში, ეს არის ძალაუფლების დაკარგვის შიშით დაფეთებულ ადამიანთა ჯგუფის ბოდვები. ამის მოსმენა ჯერ კიდევ მოგვიწევს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არ მიხვდება, რომ ამით მის მდგომარეობას კიდევ უფრო იმძიმებს, ვიდრე რეალურად შეიძლება  იყოს საქმე", - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები