თეონა აქუბარდია - მაინტერესებს რა გზავნილით მიდის პრემიერი და საერთოდ მიდის თუ არა ნატო-ს სამიტზე

"მაშინ, როდესაც თქვენ აცხადებთ, რომ კანდიდატის სტატუსი არაფერია და ჩვენ მივიღეთ მაპ-ზე უკეთესი, ეს არის ღია ტყუილი და თქვენ ატყუებთ ხალხს. როდესაც საუბრობთ დეპოლარიზაციაზე, დიახ, აუცილებელია დეპოლარიზაცია, აუცილებელია 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც თქვენ დახიეთ და გადააგდეთ, რისი შედეგებიც საქართველომ დღეს იწვნია. ეს არ იყო გეოგრაფიის ბრალი, როგორც ამას თქვენი ნაწილი აცხადებს, ეს იყო იმ  შეუსრულებელი რეფორმების ბრალი რომლის პასუხისმგებლობა თითოეულ თქვენგანს გეკისრებათ. ამიტომაც უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად, რომ ქვეყანა გახდეს ნატოს, ევროკავშირის წევრი და ასეთი ტიპის განცხადებები არის რუსული პროპაგანდა და მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს“,-ამ სიტყვებით მიმართა პლენარულ სხდომაზე „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ მმართველ გუნდს.

თეონა აქუბარდია პრემიერის განცხადებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  მისთვის, ასევე საინტერესოა ხელისუფლების პოლიტიკა და აქტივობა ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით.  

"მაშინ, როდესაც რუსული პროპაგანდის ძირითადი გზავნილი არის ის, რომ იქამდე, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ არის უზრუნველყოფილი, ნატო-ში არავინ მიგვიღებს,  მაშინ, როდესაც ნატოს ისტორიულ სამიტზე ფინეთი და შვედეთიც კი ხდება ნატოს წევრი, მაშინ, როდესაც საქართველოს უნდა ემუშავა თავის პარტნიორებთან როგორც შესაბამისი ნატოს კომუნიკესთვის, ნატოს ღია კარის პოლიტიკისთვის, ბუქარესტის სამიტის შესრულებისთვის, პრემიერი აცხადებს, რომ ნატოს წევრობა არ იქნება, იქამდე, სანამ ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, რა გზავნილია ეს?
მაინტერესებს რა გზავნილით მიდის პრემიერი და საერთოდ მიდის თუ არა ნატოს სამიტზე. რამდენად აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ თავდაცვის სფეროში მხარდაჭერა იყოს გაძლიერებული ნატოს წევრების მხრიდან და რა ინდიკაცია არსებობს იმისა, რომ ჩვენ ობიექტურად  და რეალურად  გვსურს ნატოს წევრობა ამ ყველაფრის მერე“,-განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები