აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ერთობლივი პროექტი „ევროპული არდადეგები“ დაიწყო

საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში,  პროექტის „ევროპული არდადეგები“ პირველი შეხვედრა გაიმართა.

პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის მოეწყობა სემინარები, სადაც ყურადღება გამახვილდება ისეთ თემებზე, როგორიცაა ევროპა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მისი უპირატესობები.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგარაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი ესწრებოდნენ.

პროექტის მიზანია ახალგაზრდებმა მიიღონ მეტი ინფორმაცია ინტეგრაციის პროცესის უპირატესობებთან დაკავშირებით და ხელი შეუწყოს ანტიდასავლური პროპაგანდის, გავრცელებული მითებისა თუ სტერეოტიპების დაძლევას.

პროექტი, ასევე, მიზნად ისახავს საქართველოში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას და ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და სხვადასხვა რეგიონის/მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების შესახებ.

„ევროპული არდადეგები“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ერთობლივი პროექტია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მესამე წელია, იმართება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები