არმაზ ახვლედიანი ირაკლი ღარიბაშვილს - მიგაჩნიათ, რომ ყველა დამნაშავეა თქვენს გარდა, ამას ჰქვია არაადეკვატურობა

"კარგი იქნებოდა, რომ როცა დადექით ტრიბუნასთან, ერთხელ მაინც გეხსენებინათ რამე თვითკრიტიკულად - როგორც ჩანს, ამას ვერ გრძნობთ და მიგაჩნიათ, რომ ყველა დამნაშავეა თქვენს გარდა და თქვენ არ ხართ პირველი - მახსოვს, საქართველოს ხელისუფლებაში, სხვა ხელმძღვანელებიც, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ყველა დამნაშავეა მათ გარდა. თქვენც, ასევე, მიგაჩნიათ, რომ ყველა დამნაშავეა თქვენს გარდა და ამას ჰქვია არაადეკვატურობა“,- ამის შესახებ უფრაქციო პარლამენტის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენება წარადგინა.

არმაზ ახვლედიანის შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა წარსულზე ისაუბრა.

"ყველაზე უხერხული და სამწუხარო ის არის, რომ ნახევარი დღეა ჩვენ ვუსმენთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ეს არის საუბარი წარსულზე. თანაც, წარსულზე, რომელიც არის მხოლოდ ნეგატიურ ფერებში, თითქოს ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობა არ დავიწყეთ 90-იანი წლების მეორე ნახევარში, თითქოს ამ გზაზე არ გვქონდა, სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა მმართველობის დროს სხვადასხვა ხარისხის, მაგრამ, მაინც წარმატება. გამოდის, რომ ყველაფერი დაწყებულა 2012 წლის 1 ოქტომბრიდან, ყველაფერი დაწყებულა სწორედ თქვენი მმართველობის ფარგლებში, მაგრამ ძალიან კარგი იქნებოდა, რომ მოგეხერხებინათ და როცა დადექით ტრიბუნასთან, ერთხელ მაინც გეხსენებინათ რამე თვითკრიტიკულად. ერთხელ მაინც, იმის თაობაზე, რომ არ გამოვიდა აქ რა არის თქვენი წილი, თქვენი ბრალეულობა. როგორც ჩანს, ამას ვერ გრძნობთ და მიგაჩნიათ, რომ ყველა დამნაშავეა თქვენს გარდა. თქვენ არ ხართ პირველი - მახსოვს, საქართველოს ხელისუფლებაში, სხვადასხვა დროს, პრემიერებიც, სხვა ხელმძღვანელებიც, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ყველა დამნაშავეა მის გარდა. თქვენც, ასევე, მიგაჩნიათ, რომ ყველა დამნაშავეა თქვენს გარდა. ამას ჰქვია არაადეკვატურობა. არაადეკვატურობა შეიძლება არ ეპატიოს მწყემსსაც კი, იმიტომ, რომ ფარას დაღუპავს. მაგრამ თუ არა მწყემსია, არამედ ქვეყნის ხელმძღვანელია, მაშინ ეს ნამდვილად მიუტევებელი დანაშაულია. იმიტომ, რომ ამ დროს არაადეკვატურობა ნიშნავს საქართველოსთვის დაკარგულ პერსპექტივას. თქვენ მიგაჩნიათ, რომ ყველაფერი არის არაჩვეულებრივად და უნდა მივულოცოთ ქართველ ხალხს ევროპული პერსპექტივა.

მე გეტყვით, რომ ჩვენი საზოგადოების ათი ათასობით წარმომადგენელი რუსთაველის გამზირზე გუშინწინ შეიკრიბა იმიტომ, რომ თქვენი მმართველობის შედეგად, ამ პერსპექტივის დაკარგვის რეალური შანსი გაეპროტესტებინა. თუ თქვენ ახლა არ დაფიქრდებით იმაზე, რატომ შეიკრიბა ამდენი ადამიანი რუსთაველზე და რატომაა ამაზე გაცილებით მეტი, კიდევ უფრო უკმაყოფილო ჩვენს ქვეყანაში, იცოდეთ, რომ სამწუხაროდ, თქვენ და თქვენს გუნდს არ ელის კარგი მომავალი. ვინც ასე მონდომებით აქებდით გამოსვლის შემდეგ ბატონ პრემიერ-მინისტრს, ყველას მინდა, გითხრათ: მე კარგად მახსოვს ამ დარბაზში როგორი ქება-დიდება ყოფილა სხვადასხვა დროს პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის, მაგრამ ნაკლებად მახსენდება გადამდგარს ვინმე რომ მოიკითხავდეს. აი ხვალ, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, თუკი ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აღარ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, მაინტერესებს, რომელი თქვენგანი მოიკითხავს და გამოესარჩლება ირაკლი ღარიბაშვილს და დაიცავს მას. სამწუხაროდ, არ მგონია, ვინმე აღმოჩნდეს თქვენს შორის, ვინც დაიცავს პრემიერ-მინისტრს და ვინც არ მიიღებს უყოყმანოდ, უაპელაციოდ ნებისმიერ კანდიდატს ვისაც თქვენ შემოგთავაზებთ ჩრდილოვანი მმართველი“,- განაცხადა დეპუტატმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები