სტრასბურგის სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე საჩივარი წარმოებაში მიიღო

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი საჩივარი, რომელიც 2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ სირცხვილიას ოფისზე თავდასხმასა და აქტივისტების წინააღმდეგ მიმართულ ფართომასშტაბიან და ორგანიზებულ ძალადობას ეხება.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" სტრასბურგის სასამართლოში "სირცხვილიას" წევრების - სალომე ნიკოლეიშვილის (ბარკერი), ზურაბ ბერძენიშვილის, გიორგი მაქარაშვილისა და მარიამ დოლიძის ინტერესებს დაიცავს.

საჩივარში მთავარი აქცენტი გაკეთებულია, 5 ივლისს მომხდარი ძალადობის აღსაკვეთად სახელმწიფოს უმოქმედობაზე, ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობაზე, დანაშაულის არაეფექტიან გამოძიებასა და პროკურატურის მიერ მსხვერპლთა დაზარალებულად არ ცნობაზე.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" სტრასბურგის სასამართლოს სთხოვს დაადგინოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6 მუხლის, კერძოდ მე-3, მე-8, მე-10, მე-11, მე-13 და მე-14 მუხლების დარღვევა.

5 ივლისს განვითარებული მოვლენებისას, ჟურნალისტებზე ჰომოფობიური თავდასხმისას, მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. მათ შორის იყო „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც მასზე ძალადობიდან 6 დღეში გარდაიცვალა.

სამართალდამცველ ორგანოებს 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე არ გამოუვლენია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები