სალომე სამადაშვილი - ღარიბაშვილმა ბოლომდე მიიყვანა საბოტაჟი კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ

გუშინ ღარიბაშვილმა ბოლომდე მიიყვანა საბოტაჟი კანდიდატის  სტატუსის მიღების წინააღმდეგ, -  ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ცხადია, რომ ხელისუფლება არცერთი რეკომენდაციის შესრულებას არ აპირებს, შესაბამისად,  საქართველო ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსს ვერ მიიღებს. 

"თუ რაიმე თეორიული შანსი არსებობდა  ამ დარბაზში ღარიბაშვილის გამოსვლამდე, რომ პოლიტიკური ნება ევროკავშირში განსხვავებულად ჩამოყალიბებულიყო, გუშინ  ეს შანსი ბოლომდე გადაწურა. ღარიბაშვილმა განაცხადა ღიად, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც არ აპირებს  ევროკავშირის არცერთი რეკომენდაციების შესრულებას.  შეიძლება ითქვას, გუშინ აქ ღარიბაშვილმა ბოლომდე მიიყვანა საბოტაჟი კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ. ამიტომ ველოდები, რომ გადაწყვეტილება იქნება ასეთი, რომ მოლდოვას და უკრაინას მისცემენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, საქართველო ამ სტატუსს ვერ მიიღებს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები