პაატა ზაქარეიშვილი - "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს, რომ ევროკავშირში არ მოხვდეთ, მაგრამ ილაპარაკებენ, რომ ევროკავშირში მივდივართ

"ქართული ოცნება“ აქ იმიტომაა, რომ ჩვენ არ გვქონდეს არანაირი ევრო და ატლანტიკური პერსპექტივები, სხვა არაფერი ამოცანა მათ არ აქვთ, ამის შესახებ  Front News-ს "ქართული ოცნების“  ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, პრობლემა  არის არა ევროკავშირის  კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების გადავადება, არამედ საკითხისადმი  საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება. 

"ჩვენ ამ დღეებში ევროპული საბჭოდან საბოლოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ საქართველომ ჯერ რეკომენდაციები უნდა შეასრულოს და შემდეგ მიიღებს კანდიდატეობის სტატუსს.  ეს არ არის კარგი,  რა თქმა უნდა, ჯობდა, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად მიგვეღო, მაგრამ ეს არ არის უარი.  არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ ცალკე თუ ვიქნებით, შეიძლება მეტი პროგრესი გვქონდეს, თუ ხელისუფლება მოინდომებს. პრობლემა არ არის კანდიდატის სტატუსის მიღების გადავადება, პრობლემაა საქართველოს ხელისუფლების სურვილი - უნდა თუ არა კანდიდატის სტატუსი.  მე ვხედავ, რომ მათ ეს  არ უნდათ. ისინი არაფერს არ გააკეთებენ, რომ კანდიდატობა მივიღოთ და მუდმივად დააბრალებენ სხვებს. ღვთის მადლით, ამისთვის ჰყავთ ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, უკრაინასაც დააბრალებენ და ყველას“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.  

მისი თქმით, ნაკლებ მოსალოდნელია, რომ დარჩენილ 6 თვეში საქართველოში პროცესები მნიშვნელოვნად  შეიცვალოს.  

"ვერ ვხედავ რესურს, რომ ამ 6 თვეში რამე შეიცვალოს.  ძალიან მინდა, რომ ვცდებოდე, მაგრა 2024 წლის არჩევნებამდე  არაფერი შეიცვლება და არჩევნებამდე ჩვენ არ გვექნება კანდიდატი წევრის სტატუსი. „ქართული ოცნება“ აქ იმიტომაა, რომ ჩვენ არ გვქონდეს არანაირი ევრო და ატლანტიკური პერსპექტივები, სხვა არაფერი ამოცანა მათ არ აქვთ. ყველაფერს გააკეთებენ, რომ ევროკავშირში არ მოხვდეთ, მაგრამ ილაპარაკებენ,  რომ ევროკავშირში მივდივართ“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები