წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში ძლიერი წვიმის გამო დაზიანებული გზები ინტენსიურად იწმინდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში 22 ივნისს მოსული ძლიერი წვიმის გამო, დაზიანებული გზები ინტენსიურად იწმინდება.

მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე სამუშაოებს პირადად უწევს მონიტორინგს. 

მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, დაზიანებული გზის მონაკვეთების აღდგენა ხდება როგორც ცენტრალურ, ასევე შიდა სასოფლო გზებზე.

ამ ეტაპზე, გრძელდება აღდგენითი სამუშაოები სოფელ მამაწმინდის, ნამოხვანისა და ჟონეთის მიმართულებით, ასევე მიმდინარეობს დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, დათვლილია ზარალი და მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ კონკრეტული პროექტების განხორციელების საკითხებზე.

22 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 80 კილომეტრამდე გზა და 105 ოჯახის საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და საკარმიდამო ნაკვეთი დააზიანა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები