გედევან ფოფხაძე - ბიძინას ინტერესს რატომ უნდა შეეწიროს საქართველოს ინტერესი? ამაში არანაირი ლოგიკა არ არის

ბიძინას  უნდა ვუთხრათ მადლობა, რაც გაგვიკეთეთ, მაგრამ შენთან ერთად საქართველოს მომავალი არ აქვს. თუ ამდენს ვერ ხვდება ადამიანი, უნდა მივახვედროთ, - ამის შესახებ  Front News-ს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, 20 ივნისს ხალხმა აჩვენა, რომ ევროპასა და ივანიშვილს შორის არჩევანს ევროპის სასარგებლოდ აკეთებს. 

"ყველაზე მარტივი გამოსავალია,  ხელისუფლება შეიცვალოს 6 თვეში და მოვიდეს ხელისუფლება,  რომელიც შეძლებს ევროპასთან საუბარს.  ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს.  ბიძინას ინტერესს რატომ უნდა შეეწიროს საქართველოს ინტერესი? ამაში არანაირი ლოგიკა არ არის, რომ ერთ ადამიანს ვანაცვალოთ საქართველოს პერსპექტივა. 

მას უნდა ვუთხრათ მადლობა, რაც გაგვიკეთეთ, მაგრამ შენთან ერთად საქართველოს მომავალი არ აქვს.  თუ ამდენს ვერ ხვდება ადამიანი, უნდა მივახვედროთ. 

არიან ადამიანები, რომლებსაც ვერაფერს მიახვედრებ.  იმათ გადაწყვეტილი აქვთ,  ემსახურონ ბიძინა ივანიშვილს და არა საქართველოს. ეს იმდენად ცუდი არჩევანია, ამ ვითარებაში ერთი მეორესთან წინააღმდეგობაში მოდის,  იმათ რა უნდა აუხსნა? თუ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება,  ჩვენ მომავალი არ გვაქვს, ჩვენ სახლებში ვიჯდეთ და ამათ ქვეყანას მომავალი წაართვან, ეს არ გამოვა.  გამოსავლის პოვნა ყოველთვის შეიძლება, თუ ამის რესურსი არის.  რესურსი რომ არის, ეს  გამოჩნდა. 20 ივნისს ხალხმა თქვა, რომ ბიძინასა და ევროპას შორის,  ვირჩევ ევროპას“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.  

მისი თქმით, 20 ივნისის მასშტაბური აქციის შემდეგ ხელისუფლების ქმედებამ აჩვენა, რომ ისინი საქართველოს მოსახლეობას არ წარმოადგენენ. 

"ამდენი ხალხი რომ დაინახეს ქუჩაში,  ან პრეზიდენტს უნდა მიეღო გადაწყვეტილება და შეეწყალებინა ნიკა გვარამია, ან ხელისუფლებას ჰქონოდა შესაბამისი რეაქცია.  ამის ნაცვლად ღარიბაშვილი მივიდა პარლამენტში და ვნახეთ,  რაც ილაპარაკა. 

ორი ფრაზა აქვს ირაკლი ღარიბაშვილს,  რომელსაც ხშირად იმეორებს და ესაა პუტინისადმი სიყვარულის ახსნის ტოლფასი.  ერთია, "მეორე ფრონტის გახსნას გვაიძულებენ“ და და მეორე,  "ჩვენ არ გვინდოდა მეორე მარიუპოლის მოწყობა“. ასეთ რამეს რომ პრემიერი ამბობს, ეს ნიშნავს,  რომ ქვეყანას ყველანაირ პერსპექტივას ართმევს“, - განაცხადა ფოფხაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები