პაატა ზაქარეიშვილი - პრემიერის პარლამენტში გამოსვლა იყო მავნე და სახიფათო

პრემიერის პარლამენტში გამოსვლა იყო მავნე და სახიფათო,  მან ფაქტობრივად, თქვა რომ პოლარიზაციას არ შეწყვეტს და პირიქით, გააღრმავებს, - ამის შესახებ Front News-ს „ქართული ოცნების“  ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, "ოცნება“ აპირებს საქართველოს მოსახლეობას ისევ "ნაციონალურ მოძრაობაზე“ ელაპარაკოს.   

"პრობლემა არის არა ის,  რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუს ჯერჯერობით ვერ მივიღებთ, არამედ ის, ჩვენ როგორ ვიქცევით. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არ მივიღოთ ეს სტატუსი.  გუშინ საკმად მძიმე იყო პრემიერის პარლამენტში გამოსვლა, ამასთან მავნე და სახიფათო. მისი გამოსვლა ფაქტობრივად იმის განცხადებაა, რომ პოლარაზაციას არ შეწყვეტს.  "ერთ მეტყვით და ათას გეტყვითო“, ესე იგი,  გავაღრმავებთ პოლარიზაციასო. აპირებენ, საქართველოს ელაპარაკონ მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მეტზე არაფერზე“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა. 

როგორც "ქართული ოცნების" ყოფილი სახელმწიფო მინისტრი განმარტავს, "ოცნება“ ჯერ კიდევ თავს მყარად  გრძნობს. 

"ქართული ოცნება“ ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს.  კი,  100 ათასი კაცი გამოვიდა გარეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მეტი რჩება სახლში და ხმას აძლევს "ქართულ ოცნებას“.   საქართველოს „ორბანიზაცია“ ხდება.  უნგრეთში ქუჩაში გამოდიან ორბანის მოწინააღმდეგეები, მაგრამ მისი მომხრეები არჩევნებზე აძლევენ ხმას და ორბანი ყოველთვის იმარჯვებს. „ქართულ ოცნებას“ ამის იმედი აქვს, რომ ქუჩაში გამომსვლელები უფრო ცოტანი არიან, ვიდრე სახლში მჯდომები, რომლებსაც ეშინიათ „ნაციონალური მოძრაობის“. ამიტომ იცის, რაც მეტს ილაპარაკებს "ნაციონალურ მოძრაობაზე“, მით უფრო მეტ ხმას მიიღებს  მორიგ არჩევნებზე“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები