გიგი გიგიაძე - ეს 6 თვე იქნება სრულიად დაკარგული ამ ხელისუფლების პირობებში

ეს 6 თვე იქნება სრულიად დაკარგული ამ ხელისუფლების პირობებში. შესაბამისად, ის განცდა და მოლოდინი, რომ შესაძლებელია წლის ბოლოს რაიმე შეიცვალოს, არის სრულიად უსაფუძვლო, -  ამის შესახებ პოლიტიკის მკვლევარმა და დიპლომატმა გიგი გიგიაძემ  განაცხადა. 

მისი თქმით, ევროკომისიის მიერ მოცემული რეკომენდაციები უნდა შესრულდეს სწრაფად და არ არის საჭირო 6 თვე გაიწელოს.  

"საქართველო, რომელიც მოწინავე იყო იმ ჯგუფში,  ახლა სცილდება მას.  ჩვენ შეიძლება რამდენიმე წელი დაგვჭირდეს, რომ დავუბრუნდეთ ამ მდგომარეობას.  

რაც შეეხება ამ 6 თვეს, ეს არის პირობითად მოცემული.   არ ნიშნავს, რომ ამ რეკომენდაციების შესრულება 6 თვე უნდა გაიწელოს.  ეს უნდა გაკეთდეს ძალიან სწრაფად. არსებულ რეალობაში, ხელისუფლების  რიტორიკის გათვალისწინებით და იმ განცხადებების, რაც გვესმის ჩვენი ხელისუფლებიდან,  რომელიც გაკეთდა გუშინ, დღეს და ბოლო თვეების მანძილზე ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ,  ვერანაირ შესაძლებლობას ვერ ვხედავ, რომ მოხდეს ამ ნაბიჯების გადადგა და იმ 12 რეკომენდაციის შესრულება. 

ეს 6 თვე იქნება სრულიად დაკარგული ამ ხელისუფლების პირობებში. შესაბამისად, ის განცდა და მოლოდინი, რომ შესაძლებელია წლის ბოლოს რაიმე შეიცვალოს, არის სრულიად უსაფუძვლო“, - განაცხადა გიგი გიგიაძემ.

უახლესი ამბები