აჭარაში "აფხაზეთობის“ ღონისძიებები გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით ბათუმში "აფხაზეთობის“ ღონისძიებები გაიმართა. 

ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოიეში კოლხური კუთხე მოეწყო. იქვე წარმოდგენილი იყო გამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“, ასევე, ლაზი მხატვრის, ჰასან ჰემილიშის ნახატების გამოფენა, კოლხური ცივილიზაციის ტომების ჩაცმულობის ფოტოები და სამოსი. 

ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ და აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „არსიანის“ მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა. 

საღამო მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ გახსნა.

ღონისძიებაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და მწერალი, ენათმეცნიერი, კოლხური კულტურის საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი და წევრი, სარფის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი იაშა თანდილავა.

ღონისძიების ფარგლებში დოკუმენტური ფილმის „აღმოაჩინე აფხაზეთი“ ჩვენება გაიმართა.

უახლესი ამბები