"TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა "TV პირველის"  თანამშრომლებისთვის - ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიასა და მისი ოპერატორისთვის  ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიასა და ოპერატორს დოლიძის ქუჩაზე თავს დაესხნენ. 

"ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი ადგილზე რესპონდენტთან ჩასაწერად იყო მისული, როდესაც ქუჩაში მდგომმა უცნობმა პირებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ოპერატორს ფიზიკურად შეეხნენ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები