რომან გოცირიძე - როდესაც მთავარი მიზანი არის ოპოზიციის განადგურება და ხელისუფლება პოლარიზაციის შემცირებისკენ მოგვიწოდებს, ეს არის თვალთმაქცობა

ღარიბაშვილი დღეს პოლარიზაციის შემცირებისკენ მოგვიწოდებს, თუმცა ავიწყდება, რომ პასუხისმგებლობის ლომის წილი ხელისუფლებაზე მოდის, - ამის შესახებ Front News-ს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა  რომან გოცირიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში გამოსავალი მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკურ მოუსავლეთში გაშვებაა. 

"მართალია, ევროკავშირის მოთხოვნებიდან ერთ-ერთი მთავარი და პირველი მოთხოვნა  დეპოლარიზაციაა, მაგრამ პოლარიზაციის მთავარი შემოქმედი ხელისუფლებაა, რომლის მიზანი არის ოპოზიციის გაქრობა, განადგურება. 

ჩვენ ვხედავთ,  რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი ხელისუფლება იყო ან არის ციხეში. ასეთი რამ რევოლუციის დროსაც კი არ მომხდარა, როდესაც პოლიტიკური ფიგურები არ დაუკავებიათ. როდესაც ტოტალური რეპრესია მიდის და მთავარი მიზანი არის ოპოზიციის რადარებიდან გაქრობა და ხელისუფლება  პოლარიზაციის შემცირებისკენ მოგვიწოდებს,  ეს არის თვალთმაქცობა. პოლარიზაციის შემცირებაზე ლომის წილი არის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

დღეს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა მშვიდი ტონით და ერთადერთი, რაც დღევანდელ გამოსვლას განასხვავებდა მის სხვა გამოსვლებისაგან, ეს იყო ის, რომ არ იყო ისტერიული. თუმცა მხოლოდ  5 წუთი გაძლო,  შემდეგ გუდას მოხსნა თავი და ყველაფერი, რაც კი არსენალში ქონდა, გადმოაფრქვია. ამაზე ნათქვამი, "არ გასწორდება ძაღლის კუდი“, რაც იყო ისევ იგივე დარჩა, პრემიერიც და „ქართული ოცნებაც“,  ამიტომ საჭიროა მათი პოლიტიკურ მოუსავლეთში გაშვება“, - განაცხადა გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები