ხატია დეკანოიძე - ღარიბაშვილის შეცვლილი რიტორიკა არის საზოგადოების პროტესტის შესუსტების მცდელობა

ღარიბაშვილის შეცვლილი რიტორიკა არის საზოგადოების პროტესტის შესუსტების მცდელობა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, სწორედ  პრემიერი ღარიბაშვილია ერთ-ერთი პასუხისმგებელი, რომ საქართველომ გუშინ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღო. 

"ირაკლი ღარიბაშვილის სახეცვლილებას არ ველი, არ მჯერა.  ვფიქრობ, ეს არც ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა დაიჯერონ, რადგან გუშინდელ ძალიან მძიმე დღეზე პასუხისმგებელია პირადად  ღარიბაშვილი, რომელიც მოქმედებდა ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების“ დავალებით.  ეს შეცვლილი რიტორიკა, თუ ვინმეს ასე მოეჩვენა, არის პროტესტის შესუსტების მცდელობა, მათ იციან, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან გაბრაზებულები და  დღეს ქუჩაში გამოსვლას აპირებენ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

დღეს, 20:00 საათზე პარლამენტთან საზოგადოების საპროტესტო აქცია გაიმართება, სადაც დეოლიგარქიზაციის მოთხოვნას გააჟღებენ,  დედაქალაქის გარდა აქციები იმართება საქართველოს დიდ ქალაქებში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები