ელენე ხოშტარია - დეოლიგარქიზაციას სჭირდება კონკრეტული გეგმა, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ სახალხო მოძრაობისგან, რომელსაც აღვუთქვამთ სრულ მხარდაჭერას

გარედან სანქცირება ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის, შიგნიდან ასეთი მწყობრი მოძრაობა აუცილებლად მიგვიყვანს დეოლიგარქიზაციისა და ქვეყნის ევროპული მომავლისკენ, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. 

მისი თქმით, "დროა" სრულ მხარდაჭერას უცხადებს ერთიან სახალხო მოძრაობას.

"დეოლიგარქიზაციას სჭირდება კონკრეტული გეგმა, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ სახალხო მოძრაობისგან, რომელსაც აღვუთქვამთ სრულ მხარდაჭერას. ეს არის მოთხოვნა, ხელისუფლების, მთავრობის მთლიანად გადადგომის,  ღარიბაშვილის და იმ გუნდის, რომელმაც ჩიხში შეიყვანა ჩვენი ქვეყანა. 

რა თქმა უნდა,  არავის აქვს ილუზია, რომ  მთავრობის  გადადგომა არის დეოლიგარქიზაციის დასასრული. მთავრობის გადადგომას უნდა მოყვეს ეროვნული თანხმობის, დროებითი მთავრობის შექმნის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ინსტრუმენტი: პირველი, იმ ვალდებულებების შესრულების, რომელიც ჩვენ ძალიან მკაფიოდ დაგვისახა ევროკაშვირმა. ასევე ამ 12 პუნქტის ნაწილია სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა, იმისთვის რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდეს სამართლიანი არჩევნები. სამართლიანი არჩევნების პირობებში ხალხს   მიეცეს საშუალება აირჩიოს ლეგიტიმური პარლამენტი და მთავრობა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

მისი განმარტებით, გარედან სანქცირების მეშვეობით ზეწოლა და ქვეყნის შინგით მწყობრი გეგმის განხორციელება მიგვიყვანს დეოლიგარქიზაციამდე. 

"გეგმა შეიცავს სანქცირების პროცესს, ეს არის ოფიციალური, ღია პოზიცია ჩვენი პარტნიორების. ეს ორი პროცესი, გარედან ზეწოლა ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის და სანქცირება ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის, შიგნიდან ასეთი მწყობრი მოძრაობა აუცილებლად მიგვიყვანს დეოლიგარქიზაციისკენ და ქვეყნის ევროპული მომავლისკენ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები