მამუკა გამყრელიძე - ახლა არის ის დრო, როდესაც ოპოზიციამ უნდა დატოვოს პარლამენტი, პოლიტიკური კრიზისის გარეშე პროცესები არ დაჩქარდება

ახლა ის დროა, როდესაც ოპოზიციამ უნდა დატოვოს პარლამენტი, -  ამის შესახებ  Front News-ს  პარტია "ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, დიპლომატმა მამუკა გამყრელიძემ განუცხადა. 

მისი თქმით,  პოლიტიკოსების მონაწილეობის გარეშე ხელისუფლების გადაყენების პროცესი  არ გამოვა. 

"გასაგებია საზოგადოებრივი მოძრაობის მოთხოვნა მთავრობის გადადგომის შესახებ, მაგრამ რა ბერკეტები აქვს საზოგადოებრივ მოძრაობას,  რომ გადააყენოს ხელისუფლება, შეცვალოს მთავრობა, დაშალოს პარლამენტი ან გამოიწვიოს ცვლილებები? როდესაც მიდის საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკოსები ნუ გაგვეკარებიან და არ გვინდა, ეს სერიოზული პრობლემა მგონია. მესმის, რომ არის ერთგვარი უნდობლობა, მაგრამ ვერც ერთი პოლიტიკური მოთხოვნა ვერ შესრულდება  და ვერც ერთი პოლიტიკური მოვლენა ვერ განვითარდება პოლიტიკოსების გარეშე.  ეს არის აბსურდი“, - განაცხადა გამყრელიძემ.  

მისი თქმით,  დეოლიგარქიზაციის პროცესს სჭირდება დასავლეთის დახმარება, დასავლეთი კი იცნობს და ესაუბრება ამ პოლიტიკოსებს, რომელიც გვყავს. 

"გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ  დასავლეთიდან მოხდეს დიალოგი ამ ორგანიზებულ ძალასთან. მათთვის კი მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს  გასაგები.  ისინი იცნობენ პოლიტიკოსებს, მაგრამ არ იცნობენ ამ ხალხს,  რომელიც ქუჩაშია. მათთვის  დიალოგის დაწყება ამ ადამიანებთან რთული იქნება, მათ სჭირდებათ ამათი გაცნობა, ამას კიდევ დრო ჭირდება, ჩვენ კი ეს დრო არ გვაქვს“, - განაცხადა გამყრელიძემ.  

მამუკა გამყრელიძის თქმით, ახლა ის დროა, როდესაც აუცილებელია ოპოზიციის პარლამენტიდან გამოსვლა. 

"ახლა არის ის დრო, როდესაც ოპოზიციამ უნდა დატოვოს პარლამენტი. პოლიტიკური კრიზისის გარეშე პროცესები არ დაჩქარდება.  მას შემდეგ, რაც ამდენი შეურაცხყოფა მიიღეს პრემიერისგან, ხედავენ, რომ არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ პროცესებზე, იქ აღარაფერი ესაქმებათ. 
როდესაც პოლიტიკური კრიზისი იყო და დასავლეთი ჩაერია, მაშინ მომხრე ვიყავი ოპოზიციის პარლამენტში შესვლის, მაგრამ ახლა შეცვლილია ვითარება, ახლა,  პირიქით,  უნდა გამოვიდნენ.  ვერ ვხედავ აზრს ოპოზიციის პარლამენტში ყოფნის, მნიშვნელობა აღარ აქვს 120/30 იქნება.  ახლა მთავარია,  დააფიქსირონ, რომ არ ხერხდება ხელისუფლებასთან ლაპარაკი. 180 დღე გვაქვს ამ ვითარების გამოსასწორებლად, სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები