ვიტალი კლიჩკო - ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან, მაშველები ცდილობენ მათ გადარჩენას

უკრაინის დედაქალაქში რუსების დაბომბვის შედეგად დანგრეული სახლის ნანგრევებში ადამიანები რჩებიან, მაშველები მუშაობას აგრძელებ, - ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩნომ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის საავადმყოფოში ორი ადამიანია გადაყვანილი.

"ახლა დაშავებულებს დახმარებას უტარებენ. საავადმყოფოში მყოფთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმები ამბობენ, რომ კრიტიკული საფრთხე არ არსებობს... გვესმის, რომ ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან, ცოცხლები არიან. მაშველები ახლა ცდილობენ მათ გადარჩენას“, - განაცხადა კლიჩკომ.

მისივე თქმით, მაშველებმა ნანგრევებიდან 7 წლის გოგონა ამოიყვანეს.

"საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან შვიდი წლის გოგონა ამოიყვანეს, ის ცოცხალია, მაშველები ახლა მისი დედის ამოყვანას ცდილობენ", - აღნიშნა კლიჩკომ.

26 ივნისის დილას კიევის მოსახლეობამ რამდენიმე აფეთქება გაიგო. შევჩენკოს რაიონში მტრის დაბომბვის შედეგად მრავალსართულიანი კორპუსის ნაწილი განადგურდა.

ცნობილი გახდა, რომ კიევის რეგიონში რუსების ერთი რაკეტა ჩამოაგდეს. მისი ნარჩენები ერთ-ერთი სოფლის განაპირას დაეცა, არავინ დაშავებულა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები