ექიმებმა მარნეულში აივნის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი ორსულის ნაყოფი გადაარჩინეს

ექიმებმა მარნეულში, აივნის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული ორსულის ნაყოფის გადარჩენა შეძლეს. 

ჩვილი ახლა კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 

"შემოსვლისას პაციენტი იყო გვამი, დაფიქსირდა ნაყოფის გულისცემა, ერთეული იყო, ნაყოფის გადარჩენის მიზნით სასწრაფოდ შეყვანილ იქნა საოპერაციოში. საკეისრო კვეთის შემდგომ, პარალელურად გრძელდებოდა ქალბატონზეც რეანიმაციული ღონისძიებები, ნაყოფის ამოყვანისას იყო ნაყოფთანაც გულის გაჩერება, მაგრამ ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად ბავშვი გადარჩა", - აცხადებს ექიმი. 

მარნეულში 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე აივანი ჩამოინგრა და მეოთხე სართულის აივანიც მოიყოლა. შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა ორი მოზარდი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები