შოთა თუთბერიძე - გამორიცხული არ არის, მიხეილ სააკაშვილს შეუვარდნენ პალატაში და აიძულონ, რომ მონაწილეობა მიიღოს სასამართლო პროცესში

გამორიცხული არ არის, მიხეილ სააკაშვილს შეუვარდნენ პალატაში და აიძულონ, რომ მონაწილეობა მიიღოს სასამართლო პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე  პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა. 

სასამართლო პროცესი სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე  დღეს  თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა დანიშნულია, თუმცა უცნობია, სხდომა სასამართლოში ჩატარდება, თუ კლინიკა "ვივამედში", სადაც პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი იმყოფება. 

ადვოკატის თქმით, ხელისუფლებას ცდილობს ამ საქმეზე  განაჩენის დაჩქარებულ დროში მიიღოს. 

"ეს საქმეც ისევე როგორც ყველა სხვა საქმე, არის თეთრი ძაფით ნაკერი, რაც ძალიან კარგად დაინახა და შეაფასა საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის ევროკავშირმა, შაბათ-კვირას ჩვენ არ გვქონია შესაძლებლობა შევხვედროდით პრეზიდენტს, შესაბამისად, უცნობია შეძლებს თუ არა ის პროცესში მონაწილეობას. 

წინა პროცესის ჩატარების მცდელობამ ყველაფერის ფასად ცხადყო ის, რომ ხელისუფლებას და სასამართლოს განზრახული აქვს ამ პროცესის, რაც შეიძლება სწრაფად ჩამთავრება, სავარაუდოდ, იმისთვის, რომ მათ ჭირდებათ ახალი განაჩენი.

შესაძლებელია სასამართლომ სხდომა ჩაატაროს მიხეილ საააკაშვილის მონაწილეობის გარეშე, შესაძლოა, შეუვარდნენ პალატაში და აიძულონ, რომ მონაწილეობა მიიღოს სასამართლო პროცესში, არაფერი აღარ არის გამორიცხული“, - განაცხადა თუთბერიძემ. 

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.

რაც შეეხება სასამართლო პროცესის კლინიკაში ჩატარების შესაძლებლობას, წინა  პროცესზე კლინიკა "ვივამედში" მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი და პროკურორები მივიდნენ, თუმცა სააკაშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დასწრება ვერ შეძლო.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები