მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა პროცესის კლინიკაში ჩატარების შესახებ. 

სააკაშვილის  ადვოკატებმა მოსამართლეს კლინიკიდან ცნობა წარუდგინეს, რომლის თანახმად, სააკაშვილს სურვილის მიუხედავად  ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომაზე დასწრების  საშუალება  არ აქვს. 

შოთა თუთბერიძის თქმით, არ არსებობს აუცილებლობა, რომ პაციენტს პალატაში შეუვარდე და  მის ჯანმრთელობას რისკი შეუქმნა. 

"არ არის აუცილებლობა იმისა, რომ ადამიანს, რომელიც ავადმყოფია და ძალიან რთულ მედიკამენტოზურ და არა მხოლოდ მედიკამენტოზურ მკურნალობას გადის, შევუვარდეთ პალატაში და მისი მდგომარეობის გაუარესების რისკი შევქმნათ.  არავითარი საჭიროება ამისა არ არსებობს. სასამართლომ ჩათვალა, რომ სამკურნალო დაწესებულებიდან გამოგზავნილი ცნობით არ ირკვეოდა მიხეილ სააკაშვილს შეუძლია თუ არა ჩვენების მიცემა და ჯეროვანი მონაწილეობის მიღება სასამართლო პროცესში, შესაბამისად სხდომა გადადო“,  - განაცხადა  შოთა თუთბერიძემ.

უცნობია, სახელმწიფო საზღვრის კვეთის საქმეზე მორიგი პროცესი როდის გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები