შსს-ს თანამშრომლებმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან 170 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადმოიყვანეს

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტიდან, უხვი ნალექის შედეგად, საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეზღუდვის გამო, რეგიონში ჩარჩენილი მოქალაქეების გამოყვანის პროცესი შეუჩერებლად მიმდინარეობს.

რეგიონში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გაყვანის მიზნით, პროცესში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები დაუყოვნებლივ ჩაერთნენ, დღეს დილიდან კი, სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები ჩაერთო.

სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენის მიერ განხორციელებული ფრენების შედეგად, მეხანძრე მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან 170 პირი, მათ შორის ტურისტები და არასრულწლოვნები უსაფრთხო ადგილას უკვე გადმოიყვანეს. 

სამაშველო ღონისძიება გრძელდება.