დავით არახამია - ყველა ამ პროცესს ფარდას ავხდით, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს ვისთან და რასთან აქვთ საქმე

მე მოვისმინე ოფიციალური თბილისის განმარტება, რომელიც არც თუ ისე დამაჯერებელია. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ რუსეთს აქვს თავისი წვდომა პორტებთან და მაგალითად ამ ნავთობის გადატვირთვა მათ შეეძლოთ ნოვოსიბირსკის პორტიდან, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" ხელმძღვანელმა დავით არახამიამ ბათუმში შემოსულ გემთან დაკავშირებით განაცხადა.

"მე ვიცი, რომ მოპარული მარცვლეულის ნაწილი ოკუპირებული მარიუპოლიდან უკვე მიემართება სხვადასხვა პორტებისკენ. ჩვენ ხომ ყველამ ერთად მოვისმინეთ ივანიშვილის და ევტუშენკოვის - უკვე სანქცირებული პირის სატელეფონო საუბარი, სადაც ისინი განიხილავენ ამ მარცვლეულის სხვადასხვა გზებით გადატანის საკითხს. 

რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საუბარი არის იმ მარცვლეულზე, რომელსაც უკრაინიდან იპარავენ და იგივე ხდება ნავთობზეც. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ამხელა მოცულობის სანქცირებული ნავთობის გადატანა შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების ჩართულობის გარეშე. ვიღაცამ ამის ნებართვა გასცა და ამ ნავთობის დატვირთვა, დაყოვნება, პორტში შესვლა  - ყველაფერი ეს ახლა შესწავლის საგანია. ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და რა ბიზნეს ინტერესები იკვეთება მათ შორის ხელისუფლების მხრიდან.  ყველა გადარიცხვა და ფულის მოძრაობა შეისწავლება სპეციალური ჯგუფის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც არიან როგორც შეერთებული შტატების ასევე ევროკავშირის სპეცსამსახურები. დარწმუნებული ვარ, სიმართლე მალე გაირკვევა და  და ჩვენ ყველანი ვნახავთ რა ხდება რეალურად. 

მე არაერთხელ  ვთქვი მანამდეც, რომ საქართველოს ხელისუფლება  შემჩნეულია რუსეთთან თანამშრომლობაში. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ყოველივე ეს არ ეხება ქართველ ხალხს. ვიცი, რომ ბიზნესებიც კი უარს აცხადებენ რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობაზე, რადგან ხვდებიან, რომ ამით აგრესორ ქვეყანას ეხმარებიან. იმავეს თქმა არ შემიძლია საქართველოს ხელისუფლებაზე. ამიტომ ყველა ამ პროცესს ფარდას ავხდით იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს ვისთან და რასთან აქვთ საქმე", - აცხადებს არახამია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები