ირაკლი კობახიძე - 10 000 ადამიანი არის მაქსიმუმი, რისი მოყვანაც შეუძლიათ, ჩვენ რომ მოვინდომოთ, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს და იმის იქით

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტყუილია, თითქოს 20 ივნისს გამართულ აქციაზე "შინ ევროპისკენ“ 160 ათასი ადამიანი გამოვიდა.

"ეს ისეთი ტყუილია, რომ არ ვიცი, 100 ათასი ადამიანიც ტყუილია. რაოდენობაში არ შევალ, მაგრამ რაც შეეხება პირველ აქციას, ეს ევროპის იდეის გარშემო იყო ჩატარებული, მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ იყო ორგანიზატორი, კერძოდ, მისი ახალგაზრდული ფრთა „სირცხვილია“. როგორც კი ეს ყველაფერი პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიყვანეს, ვნახეთ, რომ 10 ათას კაცამდე დავიდა მთლიანად აქციის შემადგენლობა, ამდენიც შეიძლება არც დარჩეს. 10 ათასი ადამიანი არის მაქსიმუმი, რისი მოყვანაც მათ შეუძლიათ, მაგრამ აქ ესეც არ არის მთავარი, მთავარია ის, რომ ქვეყანას სჭირდება კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად განვითარება. 

მეორე, ახლა ხალხის რაოდენობაზე თუ არის საუბარი, მათ თავიანთი პოლიტიკური მოთხოვნით არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ თუნდაც სანახევროდ შეავსონ თავისუფლების მოედანი. ჩვენ რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება, თავისუფლების მოედანს და იმის იქით გადავავსებთ. აქ ძალიან მარტივად არის საქმე, თუმცა, ამ ეტაპზე პაექრობაში შესვლას არ ვაპირებთ. რეალურად, ხალხის სახელით რომ გელაპარაკება, მაქარაშვილი, ლომჯარია და გიგაური, ეს უბრალოდ, სასაცილო და სამარცხვინოა“, - განაცხადა კობახიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები