ლაშა ხუციშვილი - გემი კანონმდებლობის სრული დაცვით შემოვიდა ნავსადგურში, ხოლო ტვირთის შემოწმება ხდება საბაჟო ორგანოში და არა ღია ზღვაში

მიუხედავად გაკეთებული განცხადებებისა, სპეკულაციები სანქციები აღსრულების პროცესზე არ სრულდება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წერს.

"მაქსიმალურად მოკლედ ტვირთების საბაჟო კონტროლთან დაკავშირებით:

ტვირთი, რომელიც შემოდის საქართველოში საზღვაო გზით, პირველ რიგში საზღვაო სააგენტოს მიერ მოწმდება სატრანსპორტო საშუალება და სატრანსპორტო საშუალების მფლობელი (გემი და გემთფლობელი კომპანია). იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი მათგანი არ არის სანქცირებული, სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს შემოვიდეს ქართულ საზღვაო ნავსადგურში. 

ნავსადგურში შემოსვლის შემდეგ ტვირთის (ტვირთების - შესაძლებელია გემზე იყოს არაერთი კომპანიის ტვირთი, რომლის შემოწმება ხდება ინდივიდუალურად) მფლობელი აკეთებს შესაბამის განაცხადს, ტვირთის რომელიმე საბაჟო ოპერაციაში მოქცევის მიზნით საბაჟო ორგანოსთან: იმპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი, საწყობის რეჟიმში მოქცევა შემდგომში რომელიმე ზემოთ ნახსენები საბაჟო ოპერაციაში მოქცევის მიზნით. ტვირთთან მიმართებაში შემოწმებას ახორციელებს საბაჟო ორგანო.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პირველი პირობა დაკმაყოფილებული იყო და გემი კანონმდებლობის სრული დაცვით შემოვიდა ნავსადგურში, ხოლო ტვირთის შემოწმება ხდება საბაჟო ორგანოში და არა ღია ზღვაში.

ტვირთის მფლობელმა კომპანიამ წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია საბაჟო ორგანოში, საწყობის რეჟიმში შენახვის - შემდგომში თურქეთში რეექსპორტის მიზნით. თავად ამ ოპერაციაში უჩვეულო არაფერი არ არის და სტანდარტული საბაჟო ოპერაციაა ამ სექტორისათვის დამახასიათებელი. 

საბაჟო ოპერაციაში მოქცევამდე მოწმდება ტვირთის სანქციებთან შესაბამისობა. იმის გათვალისწინებით, რომ ტვირთის დანიშნულება არ იყო სანქციების დამწესებელი ქვეყნები: აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილი იყო თურქეთი, რომელსაც არ აქვს დაწესებული სანქციები, უშუალოდ ტვირთთან მიმართებაში სანქციებთან შესაბამისობაში კითხვები არ არსებობს. 

გადამოწმების პროცესში მოწმდება ტვირთის გამომგზავნი კომპანიაც, რომელიც აღმოჩნდა სანქცირებული და შესაბამისად ტვირთის მფლობელი კომპანიის მიერ გაცხადებულ საბაჟო ოპერაციაში მოქცევა საბაჟო ორგანოს მიერ არ განხორციელდა. შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალებამ ტვირთთან ერთად დატოვა საქართველოს ნავსადგური, ისე რომ არ მომხდარა ტვირთის ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე საბაჟო ოპერაციაში მოქცევა!

ანალოგიურად, მოწმდება სახმელეთო გზით შემოსული ტვირთები, მაშინ როდესაც ტვირთი ფიზიკურად წარდგენა ხდება საბაჟო ორგანოსთვის შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად საქართველოს სახმელეთო საზღვარზე. 

ბუნებრივია, ნებისმიერი ტვირთის საქართველოს საბაჟო სივრცეში ფიზიკურად შემოსვლამდე, რომელი გზითაც არ უნდა შემოდიოდეს ის (სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო), ვერ მოხდება მისი სანქციებთან შესაბამისობის დოკუმენტური შემოწმება. 

ეს შემთხვევა შინაარსობლივად არაფრით არ განსხვავდება იმ 90-ზე მეტი შემთხვევისგან, რომლის შეჩერებაც განახორციელა საბაჟო ორგანომ სანქციებთან მიმართებაში. ერთი განსხვავებით, იმ შემთხვევაში უმეტესად ტვირთის გამომგზავნი/წარმოშობის ქვეყანა იყო ევროკავშირის წევრი ქვეყანა და დანიშნულება - რუსეთი. 

საბაჟო სამსახური, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სამაგალითოდ ახორციელებს მასზე დაკისრებული ფუნქციის შესრულებას და ამ თემაზე სპეკულაციები მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, - წერს ხუციშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები