გიორგი მშვენიერაძე - "ქართულმა ოცნებამ" უნდა იცოდეს, თუ ის არ დათმობს ახლა აღმასრულებელ ძალაუფლებას, მაშინ მას გაცილებით მეტის დაკარგვა მოუწევს

"ქართულმა ოცნებამ" უნდა იცოდეს, თუ ის არ დათმობს ახლა აღმასრულებელ ძალაუფლებას, მაშინ მას გაცილებით მეტის დაკარგვა მოუწევს, - ამის შესახებ საერთო სახალხო მოძრაობის "შინ ევროპისაკენ" წევრმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა.   

მისი თქმით, ეროვნული თანხმობის მთავრობის იდეის შეთავაზებამდე სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებების შეჯერების შედეგად მივიდნენ. 

"საქართველოში სიტუაცია არაორდინალურია, ეს პროცესი მოითხოვს არაორდინალურ გადაწყვეტას. ამიტომ ჩვენ ვეცადეთ სხვადახვა ქვეყნის გამოცდილება შეგვეჯერებინა. არ არსებობს ორი ერთნაირი ქვეყანა და არ არსებობს ორი ერთნაირი, იდენტური სიტუაცია, მაგრამ არსებობს გამოცდილებები. არსებობს ე.წ. თანხმობის მთავრობები და არსებობს ასევე ტექნიკური მთავრობები.

ჩვენი შეთავაზება არის ერთგვარი შეჯამება ამ ორი საკითხის.  მან ერთის მხრივ,  უნდა დაასრულოს პოლარიზება, რომელიც დღეს არის ჯერ კიდევ პოლიტიკურ სივრცეში და  მეორე საკითხი არის, რომ მან თავისი მუშაობა უნდა წარმართოს სწორედ იმ ტექნიკური საკითხების გადასაწყვეტად, რომელიც ევროკომისიამ  12 პუნქტად ჩამოგვიწერა.  

ევროპის კარის გასაღები  სწორედ ამ 12 პუნქტის გადაწყვეტაშია. "ოცნებას“, ცხადია, ეს არ უნდა, მაგრამ მან უნდა იცოდეს, თუკი ის არ დათმობს ახლა აღმასრულებელ ძალაუფლებას, მაშინ მას გაცილებით მეტის დაკარგვა მოუწევს“, - განაცხადა მშვენიერაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები