გიორგი ქადაგიძე - ნებისმიერი თავმოყვარე ხელისუფლება, როდესაც მილიონიან ქალაქში 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოდის ქუჩაში, უკვე უნდა გადადგეს

ნებისმიერი თავმოყვარე ხელისუფლება, როდესაც მილიონიან ქალაქში 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოდის ქუჩაში, უკვე უნდა გადადგეს,  - ამის შესახებ საერთო სახალხო მოძრაობის "შინ ევროპისაკენ“ წევრმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო, რეალურად  მიტაცებულია ადამიანების ვიწრო ჯგუფის მიერ. 

"ნებისმიერი თავმოყვარე ხელისუფლება, როდესაც მილიონიან ქალაქში 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოდის ქუჩაში, უკვე უნდა გადადგეს,  უკვე არ ჭირდება ამას არც მოთხოვნა და არც არაფერი, ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, არ ჭირდება ამას მოთხოვნა. 

რეალურად, სახელმწიფო არის მიტაცებული, ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლება კონცენტრირებულია ძალიან ვიწრო ჯგუფში, ივანიშვილისა და იმ ადამიანების ხელში, ვინც ხელისუფლების ყველა შტოს აკონტროლებს“, - განაცხადა ქადაგიძემ. 

მისივე თქმით, "ოცნებამ" საბოტაჟი მოუწყო ქვეყანას, რომ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი  ვერ მიგვეღო. 

"როდესაც ამბობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი გააკეთა, ეს არასწორია. არაფერი რომ გაეკეთებინა „ოცნებას“,  ჩვენ მივიღებდით სტატუსს , მან მოაწყო პროცესის საბოტაჟი, დაწყებული იმ ხალხის ლანძღვა-გინებით, ვისაც მხარი უნდა დაეჭირა, ჯერ იყო „ერთი- ოროლა დეპუტატი“, მერე იყნენ "მოსყიდული ლობისტები“, მერე იყო უცებ 300 დეპუტატი. მათ შორის გინება ისეთი პოლიტიკოსების, რომელიც ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერია და ეს ხდებოდა არა რომელიმე მარგინალური ჯგუფების მიერ, არამედ პრემიერ-მინისტრისგან, რაც წარმოუდგენელი სირცხვილია. ეს ადამიანები ყოველდღე ჩვენს ქვეყანას მიზანმიმართულად აცლიან მხარდამჭერებს“, -  განაცხადა ქადაგიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები