რუსების მიერ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, 36 დაკარგულად ითვლება

უკრაინის პოლტავის ოლქში, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრ „ამსტოლრე“ რუსი ოკუპანტების  განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 36 ადამიანი.

დაშავებულია 59 ადამიანი, მათგან 25 საავადმყოფოებშია გადაყვანილი. 

როგორც კრემენჩუკის მერმა ვიტალი მალეცკიმ განაცხადა, სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობა კიდევ 2-3 დღეს გაგრძელდება.

"სამუშაოები კიდევ 2-3 დღეს გაგრძელდება, რადგან მაშველებს მხოლოდ დღეს შეუძლიათ ტექნიკით შესვლა. სავაჭრო ცენტრის ფართობი 10 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი იყო და ახლა ყველა ნანგრევი არ არის გაწმენდილი. სამწუხაროდ, უნდა განვაცხადოთ, რომ შესაძლოა, მეტი მსხვერპლი იყოს“, - განაცხადა მერმა.

მან აღნიშნა, რომ დღეს ქალაქში სამდღიანი გლოვა გამოცხადდება და საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

"ქალაქის საკრებულო დახმარებას გამოყოფს თანხებს რაშისტების თავდასხმის შედეგად დაზარალებულთა სამკურნალოდ“, - განაცხადა მალეცკიმ.

ორი სარაკეტო დარტყმა კემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე ოკუპანტებმა 27 ივნისს განახორციელეს. 

უახლესი ამბები