PACE-ს დეპუტატები - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა დასტაბილურდეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 20 დეპუტატი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთოს, რომ მისი ჯანმრთელობა დასტაბილურდეს.

"შეშფოთებული ვართ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რომელიც 2021 წლიდან ციხეში იმყოფება. ციხეში სააკაშვილის გასინჯვის შემდეგ რამდენიმე დამოუკიდებელმა ექიმმა დაადასტურა რიგი დაავადებები და სერიოზული ნევროლოგიური მდგომარეობა. ჩვენ ასევე შეშფოთებული ვარ იმით, რომ საქართველოს სახალხო დამცველისა და უკრაინის ომბუდსმენის რეკომენდაციები არ იქნა შესრულებული. მას სასწრაფოდ სჭირდება თანამედროვე კლინიკაში გადაყვანა სტრესისგან თავისუფალი მკურნალობისთვის. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს დემენცია, მრავალი ორგანოს უკმარისობა და სიკვდილი.

სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეშფოთებას იზიარებს უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა დასტაბილურდეს. გარდა ამისა, ლოგიკური გადაწყვეტილება იქნებოდა მკურნალობა ევროპულ სპეციალიზებულ კლინიკაში, რომელსაც უკვე აქვს მსგავსი შემთხვევების გამოცდილება. ეს, პირველ რიგში, ჰუმანიტარული საკითხია.

ასევე, შეშფოთებული ვართ ქართული დემოკრატიის სტაბილურობით და გვეშინია საზოგადოებაში ისედაც ღრმა განხეთქილების შემდგომი გაღრმავების. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება პოლიტიკური შერიგების პროცესი. თუ სააკაშვილი მძიმედ დაავადდება ან გარდაიცვლება პატიმრობის დროს, ეს პროცესს საფრთხის ქვეშ დააყენებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები