შოთა თუთბერიძე - ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის ერთ-ერთი ბარიერი, რომელიც საქართველოს წინ ეღობება ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის გზაზე

მიხეილ სააკაშვილოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და პატიმრობა არის ერთ-ერთი ბარიერი, რომელიც საქართველოს წინ ეღობება ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შეესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართვის კომენტირებისას განაცხადა. 

მისი თქმით, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საქართველო ევროპული ოჯახის წევრი ვერ გახდება. 

"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე ათეული წევრის ეს უმნიშვნელოვანესი დეკლარაცია, რომელიც გამოქვეყნდა, ერთის მხრივ ხაზს უსვამს იმ პრობლემებს, რომელიც ქართულ დემოკრატიას აქვს შიდა დონეზე და  ქართულ სახელმწიფოს აქვს ევროინტეგრაციის გზაზე,  ხოლო მეორე მხრივ, ნათელი ინდიკატორია იმის, რომ ამ პრობლემების არ აღმოფხვრის შემთხვევაში, საქართველო ევროპული ოჯახის წევრი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება. 

ევროპარლამენტარები და მათ შორის 4 ძალიან დიდი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ დეკლარაციაში იმას, რომ  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი პატიმრობა არის ერთ-ერთი ბარიერი, დაბრკოლება, რომელიც საქართველოს წინ ეღობება ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ 

ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართვაში, რომელსაც ხელს 20 ევროპარლამენტარი აწერს, აღნიშნულია, რომ  მესამე პრეზიდენტის მკურნალობა ევროპულ სპეციალიზებულ კლინიკაში უნდა გაგრძელდეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები