"შინ ევროპისკენ" - არ დავიშლებით, კონკრეტულ სამოქმედო გეგმას კი ადგილზე გავაცნობთ მოქალაქეებს

სახალხო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" აცხადებს, რომ სამოქმედო გეგმას მოქალაქეებს 3 ივლისს დაგეგმილ აქციაზე გააცნობენ.

"3 ივლისს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ საქართველოს მოქალაქეები ისევ შევხვდებით ერთმანეთს. ამ დღეს ჩვენი პროტესტი ახალ ეტაპზე გადავა - ვიცით, რომ არ დავიშლებით. კონკრეტულ სამოქმედო გეგმას კი ადგილზე გავაცნობთ მოქალაქეებს.

სახალხო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისგან მოითხოვს, ქვეყნისთვის ისტორიულად მნიშვნელოვან მომენტში, სახელმწიფო ინტერესების გათვალიწინებით, დათმოს აღმასრულებელი ხელისუფლება და სრულიად კონსტიტუციურად გადასცეს "ეროვნული თანხმობის მთავრობას - ევროკავშირისთვის".

ეროვნული თანხმობის მთავრობა გარდამავალ ეტაპზე შეასრულებს მთავრობის ფუნქციებს და ევროკომისიის მიერ დათქმულ 12 რეფორმას განახორციელებს, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ავტომატურად მოუტანს", - აცხადებენ მოძრაობაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები