ონის კულტურის სახლში მურმან ლებანიძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო "გაფრთხილებდი!" გაიმართა

27 ივნისს, ააიპ ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში, რაჭველებისთვის განსაკუთრებულად პატივსაცემი და საყვარელი დიდი ქართველი პოეტის მურმან ლებანიძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო "გაფრთხილებდი!“  გაიმართა, - ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. აღნიშნულ ღონისძიებას, მაყურებელთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"პოეტის შემოქმედება  ქართული კლასიკური ლექსიდან და ხალხური ხელოვნებიდან იღებს სათავეს. მურმან ლებანიძის ლექსებიდან ყოველთვის იგრძნობა სიკეთე, თავის კუთხის სიყვარული, ურთიერთგაგების, ალერსის, გულისხმიერების  და პატრიოტიზმის ღრმა მოთხოვნილება. 

მურმან ლებანიძემ შეძლო ახლებურად აეჟღერებინა ქართული სიტყვა და შეეგრძნო თანამედროვე ადამიანის სულიერი სამყარო, ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები