უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 35 450 (+200) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 29.06-მდე: ტანკები - 1 572 (+5), ჯავშანტექნიკა - 3 720 (+16), საარტილერიო სისტემები - 781 (+3), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 246 (+3).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 103 (+1), თვითმფრინავი - 217 (+0), ვერტმფრენები - 185 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 640 (+4), საკრუიზო რაკეტები - 142 (+3).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი - 14 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 2 598 (+9), სპეციალური ტექნიკა - 61 (+0). როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.