კელი დეგნანი - მთავრობას ნამდვილად შეუძლია, სწრაფად განახორციელოს ეს ცვლილებები

ჩვენ გვინახავს, რომ მთავრობას შეუძლია, სწრაფად მიიღოს კანონები. მაგალითად, როგორც ვნახეთ დაჩქარებული წესით ინსპექტორის ოფისის გაუქმება, ასევე სხვადასხვა კანონის დაჩქარებული წესით მიღება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

"მთავრობას ნამდვილად შეუძლია, სწრაფად განახორციელოს ეს ცვლილებები. ქართველ ხალხს აქვს ამ ცვლილებების სურვილი და არსებობს მზაობა ამისთვის. 

აშშ მზად არის და აქვს სურვილი, რომ ნებისმიერი კუთხით დაეხმაროს ​საქართველოს ამ რეფორმების განხორციელებაში. 

ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ შემდგომი ექვსი თვე არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და არ არის დასაკარგი დრო. მე ვიცი, რომ ქართველ მოსახლეობას, სამოქალაქო საზოგადოებას და ასევე, მთავრობაში ბევრს სურს აღნიშნული რეფორმების განხორციელება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები