მანანა კობახიძე - ეს არის გამოსაძიებელი, მე მისმენდნენ, მამა გიორგის თუ ორივეს, დაველოდები გამოძიებას

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი მანანა კობახიძე ფარული მოსმენების გამო  სუს-ს უჩივის. 

მანანა კობახიძის თქმით, სკანდალურად გავრცელებულ სუს-ის ფაილებში მისი და ერთ-ერთი სასულიერო პირის საუბრის ჩანაწერი აღმოჩნდა, რის შემდეგაც პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე პროკურატურაში უკვე გამოიკითხა. 

"როგორც კი ეს გაჟღერდა და ვნახე, რომ არის რაღაც ჩანაწერი, რომელიც მე და ჩემთან დაკავშირებულ კომუნიკაციას ეხებოდა,   ჩემივე ინიციატივით, განცხადებით მივმართე პროკურატურას და მოვითხოვე ამ საქმის გამოძიება. დავიკითხე მოწმის სახით. მე არ ვადასტურებ საუბრის შინაარსის ავთენტურობას, თუმცა ის,  რომ კომუნიკაცია შედგა, იყო ფაქტი.  ეს არის გამოსაძიებელი, ვის უსმენდნენ.  მე მისმენდნენ,  მამა გიორგის უსმენდნენ,  თუ ორივეს გვისმედნენ.  ჯერ დაველოდები გამოძიებას.  მაშინ მივდივართ სტრასბურგში, თუ ამოიწურება ყველა გონივრული საშუალება“, - განაცხადა მანანა კობახიძემ "მთავართან".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები