ნატო ჩხეიძე - ასეთი იძულებითი გასვლა პარტიიდან მთავრდება რღვევით, "ქართული ოცნების" რღვევის პროცესი დაწყებულია

"ქართული ოცნების" რღვევის პროცესი დაწყებულია, - ამის შესახებ Front News-ს  საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ ნატო ჩხეიძემ განუცხადა. 

მისი თქმით,  "ქართული ოცნებიდან" სამი დეპუტატის გასვლა იძულებითი ნაბიჯია, რაც მმართველ ძალას  საზოგადოების აქტიურობამ გადაადგმევინა. 

"ეს "ქართული ოცნების" რღვევის პროცესის დასაწყისია.  თუმცა ეს  3 დეპუტატი  პარტიიდან ისევ "ქართული  ოცნების“ კურსის გასაძლიერებლად გავიდა,  მაგრამ  ეს არის იძულებითი ნაბიჯი,  რაც გამოიწვია იმ ფონმა,  რაც შეიქმნა ქვეყანაში  და რასაც ელოდებიან 3 ივლისისთვისაც.  ამიტომ  ეს ნაბიჯი, საბოლოოდ  პარტიის რღვევამდე მიიყვანთ. არა მარტო უმრავლესობის დაშლა, შესაძლოა, პარტიის დაშლამდე მივიდეს საქმე. 

ეს სამი დეპუტატი „ქართულ ოცნებას“ გამოაკლდა ამ მიზეზით,  სხვა სამი გამოაკლდება სხვა მიზეზით.  კიდევ სხვა სამი კიდევ სხვა მიზეზით.  ასე რომ, მიზეზები ახლა უფრო მრავალფეროვანი იქნება და მოტივაციაც, რომ "ქართულ ოცნებას" აღარ ყავდეს იმდენი დეპუტატი, რაც აქამდე ჰყავდა. 
ასეთი იძულებითი გასვლა პარტიიდან მთავრდება რღვევით, "ქართული ოცნების" რღვევის პროცესი დაწყებულია“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ. 

"ქართული ოცნება“  სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა დატოვა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები