144 უკრაინელი ტყვე, მათ შორის "აზოველები" სახლში დაბრუნდნენ

საკოორდინაციო შტაბმა დამპყრობლების ტყვეობიდან ფართომასშტაბიანი გაცვლის დროს უკრაინის 144 დამცველის განთავისუფლება მოახერხა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებაშია აღნიშნული.

"განხორციელდა ტყვეთა მორიგი გაცვლა, რის შემდეგაც 144 უკრაინელი დამცველი დაბრუნდა სახლში. ეს არის ყველაზე დიდი გაცვლა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. გათავისუფლებული 144-დან 95 აზოვსტალის დამცველია. მათ შორის "აზოვის“ პოლკის 43 სამხედრო მოსამსახურე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გათავისუფლებულია ეროვნული გვარდიის 59 ჯარისკაცი; 30 - საზღვაო ძალები; 28 - უკრაინის შეიარაღებული ძალები; 17 - უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური; 9 - ტერიტორიული დაცვა; 1 - უკრაინის ეროვნული პოლიცია.

გათავისუფლებულთაგან ყველაზე უფროსი 65 წლის არის, ყველაზე ახალგაზრდა - 19-ის.

"გათავისუფლებული უკრაინელების უმეტესობას მძიმე დაზიანებები აღენიშნება: ცეცხლსასროლი იარაღიდან ნამსხვრევებისგან, ასევე აფეთქების შედეგად მიღებული ჭრილობები, დამწვრობა, მოტეხილობები, კიდურების ამპუტაცია. ყველა მათგანს ეძლევა შესაბამისი სასწრაფო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება", - აცხადებენ დაზვერვის სამმართველოში.

როგორც დაზვერვის მთავარი სამმართველო აღნიშნავს, საკოორდინაციო შტაბი აგრძელებს მუშაობას ყველა დატყვევებული დამცველის დაბრუნებაზე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები