გედევან ფოფხაძე - ეს არის ბრალდების მოწმის როლში გამოსვლა დასავლეთის წინააღმდეგ, ეს სამი დეპუტატი სწორედ ამ ფუნქციით გამოეყო "ქართულ ოცნებას"

ეს არის ბრალდების მოწმის როლში გამოსვლა დასავლეთის წინააღმდეგ,  ეს სამი დეპუტატი სწორედ ამ ფუნქციით გამოეყო "ქართულ ოცნებას", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა  გედევან ფოფხაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ჩანს, რომ "ქართული ოცნება" არათუ არ აპირებს ევროკომისიი რეკომენდაციების შესრულებას, აპირებს კონფლიქტში შევიდეს ქართველ ხალხთან. 

"გაცილებით უფრო ლოგიკური იქნებოდა, რომ მართლაც გაეთვალიწინებინათ ხალხის განწყობა, დასავლელი პარტნიორების შემოთავაზებები და შეეცვალათ თავიანთი დღის წესრიგი. ამის მიუხედავად, ისინი აკეთებენ იმას,  რაც ადასტურებს,  რომ  მართლაც  არ აპირებენ ევროკავშირში ქართველი ხალხის შეყვანას. 

იმაზე საუბარი, რომ ჩვენ ვიღაცა დასავლეთიდან გვაძალებს ომს,  ძალიან გავს ლუკაშენკოს ცნობილ ტექსტს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო სამართლიანად, რადგან უკრაინა რაღაცას აპირებდა. ახლა საქართველოს მმართველი ძალიდან  პირდაპირი გზავნილები მიდის რუსეთისკენ, რომ ჩვენ დასავლეთიდან ომს გვავალებენ თქვენთან. ეს არის ბრალდების მოწმის როლში გამოსვლა დასავლეთის  წინააღმდეგ. ეს სამი დეპუტატი სწორედ ამ ფუნქციით გამოეყო "ქართულ ოცნებას".  ეს არის წინაპირობა ესკალაციის,  იმ ყველაფრის გაგრძელების, რაც რეგიონებში, ქუჩებში ხდება ახლა.

"ქართული ოცნება" არათუ არ აპირებს ამ რეკომენდაციების შესრულებას, არამედ აპირებს კონფლიქტში შევიდეს ქართველ ხალხთან“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები