დავით ზურაბიშვილი - წინ არ გველის ადვილი პროცესები, რადგან ხელისუფლება აშკარად აჭრილია

წინ არ გველის ადვილი პროცესები, რადგან ხელისუფლება აშკარად აჭრილია, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილმა წევრმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით,  ბიძინა ივანიშვილი  ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაში ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს ხედავს და მის არიდებას ცდილობს. 

"რთადერთი, რასაც ვფიქრობ, აჭრილია ხელისუფლება, უბრალოდ დაბნეულია.  რაღაც სვლებს, "ტრიუკებს“ აკეთებს ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ეს ლოგიკას არ ექვემდებარება. 

მგონია,  ბიძინა ივანიშვილი კანდიდატის სტატუსში თავის ძალაუფლებისთვის  საფრთხეს ხედავს და ცდილობს ეს საფრთხე აიცილოს, თუმცა ვერ ჩამოყალობდა ბოლომდე. ის უყურებს, რა ხდება უკრაინაში.  მგონი, ჯერ მაინც რუსეთის უძლეველობის მითშია,  ვერ გამოსულა იქედან, ამიტომ არაფრით  უნდა რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება.  ცდილობს, რომ ბოლომდე არც დასავლეთს დაუპირისპირდეს. უნდა სადღაც შუაში დარჩეს და ძალაუფლება შეინარჩუნოს.  ეს არც გამოდის და არც გამოვა.  

დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი დამთავრდება ისე, როგორც ქართველ ხალხს და ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას შეეფერება, მაგრამ წინ არ გველის ადვილი პროცესები, რადგან ხელისუფლება აშკარად აჭრილია“, -  განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები