ბორჯომელ აბიტურიენტებს საგამოცდო დღეების განმავლობაში უფასო ტრანსპორტი მოემსახურებათ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ "საზოგადოებრივი ტრანსპორტის“ სამსახურის ინიციატივით, ბორჯომელ აბიტურიენტებს საგამოცდო დღეების განმავლობაში უფასო ტრანსპორტი მოემსახურებათ. 

4, 5, 6, 8, 11, 12,13, 18, 19, 22 ივლისს, მუნიციპალური ავტობუსები ახალციხის მიმართულებით, ქალაქის ცენტრალური მოედნიდან  07:00 საათზე გავლენ. 

"საზოგადოებრივი ტრანსპორტი აბიტურიენტებსა და მათ გულშემატკივრებს გამოცდის დამთავრებამდე დაელოდება და მათ ბორჯომში დაბრუნებას უზრუნველყოფს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტი ყველა აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს!", - აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები